პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რესპუბლიკის მოედნისკენ გადაინაცვლონ, რადგან სპეცრაზმი ჩიტაძის ქუჩიდან ცრემსადენი გაზის ე.წ. ყუმბარებს იყენებს.
შესაბამისი მოწოდება პარლამენტთან სცენაზე გამოაცხადეს.
ამ დროისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან.