ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში ქალი დეპუტატების მხრიდან მძიმე პროვოკაცია იგეგმება.როგორც მამუკა მდინარაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვისას განაცხადა, პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება.
„ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, ვიცით ამის შესახებ, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია და არ შეიძლება ასეთი მეთოდები. თქვენ რასაც გეგმავთ, ასეთი სიბინძურის არც მოფიქრება არც დაგეგმვა და არც გაკეთება არ შეიძლება და დანარჩენი ვნახოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.