საქართველოს პარლამენტთან ე.წ აგენტებთან დაკავშირებით კანონპროექტების განხილვის გასაპროტესტებლად იკრიბებიან.
აქციის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი ე.წ აგენტებთან დაკავშირებით კანონპროექტებს ხუთშაბათის ნაცვლად დღეს განიხილავს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო", "არა რუსულ კანონს".