ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს - დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.
პრემიერმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ტრაგედიაა, რომ ასეთ ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს".