ცოტა ხნის წინ პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ, მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად, ევრო-5-ზე ნაკლები სტანდარტის ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის საკითხზეც იმსჯელეს. საქმე ეხება ქვეყანაში 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვას მაშინ, როცა საქართველოში რეგისტრირებული ავტოპარკის თითქმის 83% ათი და მეთი ხნისაა.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ავტო იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი