არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტი" აქვეყნებს კვლევას, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა.
IDFI-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნა რუსეთის 109 ათას 900 მოქალაქემ. ამასთან, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 2 მილიარდ 87 მლნ ლარის დეპოზიტები. ეს რიცხვი კი ომამდე პერიოდში 4-ჯერ ნაკლები იყო.