ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა გასული წლის მთავარი ქალების სია შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მასში ბევრი ცნობილი და აქტიური ქალია.
გავლენიანი ჟურნალის თანახმად, გასული წლის მთავარ ქალთა სიაში შედის მსახიობი ქეით ბლანშეტი, რომელიც საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში "2023 წლის ოსკარის" ნომინანტია. გამოცემის თანახმად, "მისი ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანობაა".
მასთან ერთად სიაში არიან: სომალელი მოკრივე და ლტოლვილთა უფლებების აქტივისტი რამლა ალი, ამერიკელი მსახიობი ანჯელა ბასეტი, უკრაინელი LGBTQ+ აქტივისტი და ქალთა მხარდაჭერის ორგანიზაციის Insight-ის დამფუძნებელი ელენა შევჩენკო, ინდი ფოლკ-როკ მომღერალი ფიბი ბრიჯერსი
ჟურნალი Time მსგავს სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. გასული წლის გავლენიან ქალთა სიაში ასევე შედიან: ბილი აილიში, მეგან მარკლი, სანა მარინი და სხვები.