დიდი სკანდალის შემდეგ, დემნას ახალი კოლექცია BALENCIAGA-სთვის , რომელიც ქართველმა დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. მოდელების გამოსვლა დაღლილი და იმედგაცრუებული ადამიანების სვლას გავდა, სათითაოდ ყველა, დემნას ემოციას გამოხატავდა.
ჩვენება, ჩვეულებრივ თეთრ სივრცეში გაიმართა, „დავიწყოთ ყველაფერი ახალი ფურცლიდან“, ეს იგრძნობოდა, სადაც ამჯერად აქენტი, მხოლოდ ტანსაცმელზე იყო და ჩვეული ექსტრავაგანტულობა არსად სჩანდა. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ შესაძლოა, ჩვენება არ იყო ისეთი როგორც ყოველთვის გვაოცებდა, თუმცა ძალიან გრაციოზული და ქალური კოლექციაა წარადგინა. რთული დღეების შემდეგ დემნამ პირველ ინტერვიუში სწორედ ეს თქვა რომ ამ ცუდმა თავგადასავალმა, ისევ სამკერვალოში დააბრუნა და ახლა უფრო მეტად არა შოუზე, არამედ ტანსაცმელზე გააკეთებდა აქცენტს.
მიწვეულ სტუმრებს, დემნამ გულწრფელი წერილი დაახვედრა, მისი ემოციების შესახებ, შოუ კი იმ მელოდიის თანხლებით მიმდინარეობდა, როდესაც მის მეუღლეს ლოიკს პირველ პაემანზე შეხვდა, სწორედ ეს მელოდია დაუკრა დემნასთვის.
რაც შეეხება წერილს, რისი თქმა სურდა დემნას.....
ექვსი წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა რომ ნება დამრთეს, მეზობელი მკერავისთვის შარვალი შემეკერვინებინა. დიზაინი თავად შევქმენი, ქსოვილიც ავარჩიე და მკერავთან მოსაზომად ორჯერაც მივედი. ასე დაიწყო ჩემი სიყვარული სამოსისადმი — რამაც მოგვიანებით განსაზღვრა ჩემი ურთიერთობა ტანსაცმელთან და მომანდომა, დიზაინერი გავმხდარიყავი.
მოდა ერთგვარ გასართობად იქცა და ეს ნაწილი ხშირად ჩრდილავს მის არსს, რომელიც მდგომარეობს ფორმებსა და ზომებში, სილუეტებში, სხეულსა და ქსოვილს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სამხრეებისა და სამკლავურების შექმნასა და კიდევ იმაში, როგორ გვცვლის სამოსი ჩვენ.
ბოლო თვეების განმავლობაში მოდისადმი ჩემი სიყვარულის დაცვა დამჭირდა და ეს განუზრახველად შევძელი სამოსის შექმნის პროცესით. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს მას, რომ გამაბედნიეროს და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მომცეს. სწორედ ამიტომ, მოდა ჩემთვის გართობა კი აღარაა, არამედ — სამოსის შექმნის ხელოვნება.