ბიუროს სხდომა, რომელზე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილავენ, აქციის ფონზე მიმდინარეობს. კანონპროექტების მოწინააღმდეგეებმა შეკრება პარლამენტთან დილიდან დაიწყეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი გამოიყენებენ ყველა კონსტიტუციურ უფლებას, იმისათვის რომ მმართველმა ძალამ რუსული კანონი ვერ მიიღოს.