დღეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართება - Palitra News

დღეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართება

2023-03-07 09:13:54+04:00

დღეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართება. აქტივისტები საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას გააპროტესტებენ, რომელის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64-მდე უნდა გაიზარდოს.

პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს პარიზში მეტროსა და სარკინიგზო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მასწავლებელთა უმეტესობა გაიფიცება.