პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის დასრულების გადაწყვეტილება მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ბიუროს სხდომა ჩაიშალა და 7 მარტისთვის გადაიდო.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, საპროტესტო აქცია ხვალ 10:00 საათზე ისევ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და სტუდენტები.
პარალელურად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებით ორივე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა.