დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხალხის ძალის მიერ მომზადებული ე.წ აგენტების შესახებ კანონპროქტის განხილვა. კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები კვლავ განსხვავებულია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ფინანსური გამჭირვალობა აუცილებელია და ეს საკითხი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.