2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1%-ით გაიზარდა და 51 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია გამოქვეყნებული. ამავე შედეგებში აღნიშნულია, რომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
კერძოდ, მე- 4 კვარტალში მისი მოცულობა 19 მილიარდ 800 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 62% მსხვილ ბიზნესზე, 15.6% - საშუალოზე, ხოლო 22.4% - მცირე ბიზნესზე მოდიოდა.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 007 ლარი. საშუალო ბიზნესი – 2 165 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 602 ლარი.