ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ლივერპულმა ენფილდზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა მეტოქე. შეხვედრაში ანგარიში 43-ე წუთზე კოდი გაკპომ გახსნა, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა და შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა. 47-ე წუთსზე თავის გოლი გაიტანა დარვინ ნუნიესმა, 3 წუთში სალაჰი ფლანგზე აჩქარდა, მეტოქე მარტივად ჩამოიშორა და კარგი გადაცემის შემდეგ გაკპომ დუბლი გაიფორმა. ეგვიპტელმა შემტევმა თავის გოლი 65-ე წუთზე გაიტანა, მცველების შეცდომით სალაჰმა კარგად ისარგებლა და სხვაობა 4 მდე გაზარდა. 75-ე წუთზე დუბლი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეასრულა, ჰერდესონის ჩაწოდების შემდეგ ნუნისმა თავურით გაიტანა.
თანაგუნდელებს არ ჩამორჩა და მეორე გოლი გაიტანა მო სალაჰმაც, ეგვიპტელმა კვლავ მცველების შეცდომით ისარგებლა, მას პრემიერ ლიგაში ლივერპულის მაისურით 129 გოლი დაუგროვდა და ის გოლების რაოდენობით პრემიერ ლიგაში ამ კლუბის რეკორდსმენი გახდა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა ფირმინიომ დააფიქსირა. ამ გამარჯვების შემდეგ კლოპის გუნდს 42 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მანჩესტერ იუნაიტედი კი 49 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.