საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპას ½ ფინალში რუმინეთს უმასპინძლო და მეტოქე მარტივად 31:7 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა ფინალის საგზურთან ერთად ანთიმოზ ივერიერლის გარდამავალი თასიც მოიპოვეს, რომელიც ამ გუნდებს შორის გამართულ ყველა შეხვედრაში თამაშდება. ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში ქართველებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ბურთზე სრული კონტროლი მოიპოვეს. ვასკა ლობჟანიძის კარგი მოქმედების შემდეგ, ანგარიში გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გახსნა. ამას მალევე მოჰყვა ალექსანდრე თოდუას კარგი თამაში და პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით 17:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ქართველებმა კვლავ შეტევა დაიწყეს და რამაც მეტოქეს შეცდომის დაშვება აიძულა და მსაჯმა ტექნიკური ლელო ჩათვალა. ამის შემდეგ რუმინეთმა ერთი ლელოს დადება მოახრხა, მაგრამ მატჩის საბოლოო ანგარიში აკაკი ტაბუცაძემ დააფიქსირა, მე-14 ნომერმა 27-ე შეხვედრაში 25-ე ლელო დადო და ის მხოლოდ 2 ლელოთი ჩამორჩება საქართველოს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მელელოვეს მამუკა გორგოძეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თედო აბჟანდაძეს ნაკრებში 329 ქულა მოუგროვდა, და ის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მე-2 ადგილზე გადავიდა, მის წინ მხოლოდ ლეგენდარული მერაბ კვირიკაშვილია.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინალში პორტუგალია იქნება, რაგბი ევროპოს დასკვნითი შეხვედრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში 19 მარტს გაიმართება.