აქციები საბერძნეთში - დემონსტრანტებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი დაუშინეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი აირი გამოიყენა - Palitra News

აქციები საბერძნეთში - დემონსტრანტებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი დაუშინეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი აირი გამოიყენა

2023-03-06 09:56:52+04:00

ათენში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ათასობით სტუდენტი და რკინიგზის თანამშრომელი სარკინიგზო ავარიაზე ხელისუფლების რეაქციას აპროტესტებს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა. საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიის მიზეზად, ხელისუფლებამ ადამიანური შეცდომა დაასახელა