ეს არის მორიგი კვირა, როდესაც ჩვენმა მეომრებმა და ყველამ, ვინც სახელმწიფოს დაცვაში გვეხმარება, უკრაინის გამარჯვება კიდევ უფრო მოაახლოვა - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს რომ ბახმუტსა და უგლედარში განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა უკრაინელი მებრძოლების თავდაცვის მიმართ და აღნიშნა რომ სინი საკუთარი მიწისა და ხალხის დაცვას თავდაუზოგავი ბრძოლით ცდილობენ.