მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლები ე.წ აგენტების კანონზე განცხადებას ავრცელებენ - პედაგოგეგების აზრით, კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. მასწავლებლებთან ერთად მოძრაობა ხალხის ძალის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს აკრიტიკებს მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები 6 მარტის სხდომაზე დასწრების სურვილს გამოთქვამენ, თუმცა აქვთ ეჭვი რომ უმრავლესობა სხდომის ხელოვნურად ჩაკეტვას ეცდება.