მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო. ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებულ შადრევანში ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.