საპარლამენტო ოპოზიციამ ე.წ აგენტების კანონის წინაააღმდეგ კონსულტაციები დაიწყო. საპარლამენტო ჯგუფები იმ გზებზე მსჯელებენ, რომლითაც უმრავლესობას კანონპროექტების მიღება უნდა გაურთულდეს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აგენტების კანონის უკან არა გამჭირვალობის, არამედ მესამე სექტორის განეიტრალების სურვილი დგას, ეს კი ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ 6 მარტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო სექტორი ისევ არ დაუშვან.