ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულტა შორის არის 8 ბავშვი. საუბარია 2 მარტს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ სარაკეტო იერიშზე. შემთხვევის ადგილზე ისევ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს. მათ დახმარება ადგილობრივსა და დაზარალებულთა ახლობლებს უკვე გაუწიეს.