საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური - კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.