საქართველოს პარლამენტის ე.წ აგენტების კანონის საკომიტეტო განხილვისთვის ემზადება . 6 მარტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოძრაობა ხალხის ძალა საკუთარ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ წარმოადგენს, თუმცა დაესწრება თუ არა მოსმენას არასამთავრობო სექტორი უცნობია. აგენტების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტებს პარლამენტი დიდი ალბათობით შემდეგ კვირას პირველი მოსმენითაც დაამტკიცებს. მოძრაობა ხალხის ძალაში კანონის მიღების აუცილებლობას კიდევ ერთხელ საუბრობენ და ამბობენ რომ მესამე სექტორისა და ოპოზიციის განცხადებები კანონპროექტების რუსული შინაარსის შესახებ დეზინფორმაციაა.