რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება. ბახმუტის მერის მოადგილის, ალექსანდრე მარჩენკოს განცხადებით, ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით, რუსები, ჯერჯერობით, ქალაქის აღებას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, რუსების ერთადერთი მიზანი არის ხალხის მკვლელობა და უკრაინელი ხალხის გენოციდი. ტაქტიკა, რომელსაც რუსები იყენებენ, არის გადამწვარი მიწის ტაქტიკა და მათ ბახმუტის განადგურება სურთ.