იმედი მაქვს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეიძლება უკვე წელს დაიწყოს. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ლვოვში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს.
„ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს ის ტემპი, რომლითაც უზენაესი რადა და მთავრობა ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით პროგრესს აღწევს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა უკრაინას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.