აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტმა უკრაინისთვის ახალი 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი ამზადებს. CNN-ის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება პარასკევს, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თეთრ სახლში ვიზიტის დროს გაკეთდება. გამოცემის წყაროების თანახმად, პაკეტში HIMARS-ისა და სხვადასხვა საარტილერიო სისტემების საბრძოლო მასალა შევა. ამასთან, პაკეტში პირველად შევა დაჯავშნილი ხიდგამდები მანქანები.