რობერტა მეცოლა უკრაინას სტუმრობს - Palitra News

რობერტა მეცოლა უკრაინას სტუმრობს

2023-03-04 12:48:49+04:00

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა, სადაც ის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა. როგორც მეცოლამ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, უკრაინელების ადგილი ევროკავშირშია, რადგან უკრაინელები მამაცი ადამიანები არიან, რომლებიც დანებებაზე უარს ამბობენ.