„საქსტატის“ ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ იანვართან შედარებით 1.3 პროცენტით დაიკლო. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ პიკური პერიოდი გავლილია. გასული წლის მაისის შემდეგ ინფლაციის შემცირების ტენდენცია უწყვეტია. მათივე განმარტებით, მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს მიმდინარე წელს დაუბრუნდება.
ინფლაციის შემცირების ხელშემწყობ მიზეზად ანალიტიკოსები გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურება ასახელებენ. მათი განცხადებით, ახალი მონაცემები აჩენს მოლოდინს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ეფექტური იქნება და მათ სოციალურ მდგომარეობაზე აისახება.