საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ხელისუფლებას უცხოელი აგენტების კანონის კიდევ ერთხელ გადახედვისკენ მოუწოდებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტის მირების შემთხვევაში ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი საფრთხის ქვეშ დადგება. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში იზიარებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები “ქართული ოცნებისთვის” აღარაფერს ნიშნავს და არსებულ მოცემულობას ვერ შეცვლის.