მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს, ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ შემუშავებული კანონპროექტები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საფრთხის ქვეშ აყენებს და ამაზე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებიც მეტყველებს. ოპოზიციური სპექტრი მზად არის, კანონ-პროექტის გასაწვევად საზოგადოებასთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყოს, რაც საბოლოო ჯამში შედეგს აუცილებლად გამოიღებს.