"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, ხელისუფლებამ უხეშად შეზღუდა პარლამენტთან აქციის მონაწილეთა უფლებები. არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ გუშინ პარლამენტის შენობასთან აქციაზე დემონსტრანტების ქცევა კანონით დადგენილ ფარგლებს არ გასცდენია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა მოქალაქეების უფლებები დაარღვიეს.