მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, პარტია "ლელო" პოლიტიკურ ჯგუფებთან და მესამე სექტორთან კოორდინირებულ მუშაობას იწყებს. როგორც პოლიტიკური საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული კანონპროექტები ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირთან დაშორებაა.