1-ელი მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით კიდევ 0.69 თეთრით გამყარდა. ლარის გამყარების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის სავალუტო შემოდინებები, რომლებიც გაოთხმაგდა ომის დაწყებიდან. ამასთან, უძრავ ქონებაზე ტრანზაქციები გააქტიურდა.
აღსანიშნია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარმა პოზიციები დაახლოებით 10 პუნქტით გაიუმჯობესა. თუკი 2023 წლის 1-ელ იანვარს ერთი დოლარი 2.71 ლარი ღირდა, ამჟამად არსებული ოფიციალური კურსით ის 2 ლარი და 61 თეთრის ფარგლებშია. თუმცა ბოლო დღეებია უფრო დაბალი მაჩვენებელია bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე.
რა მოლოდინები უნდა გვქონდეს, შეინარჩუნებს თუ არა ეროვნული ვალუტა სტაბილურობას, როგორია ქვეყნის სინვესტიციო იმიჯი, მაკროეკონომიკური პარამეტრები და ზოგადად, საქართველოში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის კურსი - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რომან კაკულია