რუსები საზღვარგარეთ თავიანთი ყოველთვიური ფულადი შემოსავლის, დაახლოებით, 8%-ს რიცხავენ. ამის შესახებ „ალფა-ბანკის“ მაკროეკონომიკური ანალიზის ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი, რაც რუსულმა Forbes-მა მოიპოვა.
2022 წლის ივნისიდან რუსეთის მოქალაქეების უცხოური ანგარიშები თვეში, საშუალოდ, 8 მლრდ დოლარით იზრდება. თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ უცხოურ ბანკებში რუსების დეპოზიტები 2022 წელს, თითქმის, სამჯერ გაიზარდა და 94 მლრდ დოლარს მიაღწია. მთელი გასული წლის განმავლობაში საზღვარგარეთის ბანკების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში რუსების სახსრების მოცულობა, დაახლოებით, 5,5 მლრდ დოლარით გაიზარდა.
რუსების ხელფასები 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ნომინალური თვალსაზრისით, წინა წელთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა. ნოემბერში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ ნომინალური თვალსაზრისით 63 060 რუბლი, ანუ 835 დოლარი შეადგინა.