შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ირენ ფელინთან შეხვედრა გამართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
თეა ახვლედიანმა გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მტკიცე პოზიციისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.