საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალებს დედის დღე მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ 4 და მეტი შვილის დედებს საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიანმა დედებმა თავდაცვის მინისტრისგან ყვავილების თაიგულები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღეს.