NBA-ს განვითარების (G) ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა გრინსბორო სვორმს უმასპინძლა და 120:117 გაიმარჯვა. ამ მოგების შემდეგ ქართველი ფორვარდის გუნდს რეგულარულ სეზონში 11-12 ბალანსი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიციაზეა, მას საპლეიოფო საგზურამდე ერთი მოგება აშორებს.
გიორგის შედეგიანი თამაში არ ჰქონია - 2 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი, მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი. გიორგი საშუალოდ 8.8 ქულას, 5.7 მოხსნას და 2.2 პასს აკეთებს.
5 მარტს იმავე დარბაზში იგივე გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ გიორგი ბეჟანიშვილის გუნდი ატლანტა ჰოუკსის სარეზერვო გუნდია.