ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბუეზე“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გავიდა. „ბარსელონამ“ კარგი კონტრშეტევა განახორციელა, ფრანკ კესიე მეკარე ტიბო კურტუასთან პირისიპირ აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა. ვიდეორეფერიმ ეპიზოდი თამაშგარეზე გადაამოწმა, მაგრამ როგორც გაირკვა გოლი (რომელიც ოფიციალურ ოქმში მილიტაოს ავტოგოლად გაფორმდა), წესების სრული დაცვით გავიდა.დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის მცდელობა, მაგრამ საბოლოოდ, შეხვედრა „ბარსელონას“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა, „კამპ ნოუზე“, 5 აპრილს გაიმართება.