დედა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანია, რომლესაც დაბადების პირველი წუთიდან ვხედავთ. ეს ადამიანი გვეხმარება სამყაროს შეცნობაში და სწორედ მასთან ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას. ბავშვისთვისაც პირველი სიტყვა სწორედ დედაა. სწორედ მისი შრომის და ამაგის პატივსაცემად მსოფლიოს ქვეყნებში დაწესდა დედის დღე.დედის დღეს უძველესი დროიდან უდიდესი ისტორია აქვს. დედის,როგორც ქალის კულტის პატივსაცემად ერთი კონკრეტული დღის აღნიშვნის ტრადიცია ისეთივე ძველია, როგორც თავად სამყაროს ისტორია. დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავდნენ, შესაბამისად განსხვავებულია მისი დაწესების ისტორია.
დედის დღეს უდიდესი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს ძველი საბერძნეთიდან იღებს. ძველი ბერძნული ქალღმერთი,რომელსაც ძველი ბერძნები თაყვანსცემის ნიშნად დღესასწაულებს უძღვნიდნენ, “რეა” იყო, მას ღმერთების დედად მიიჩნევდნენ. მისთვის ძველი საბერძნეთის გარშემო რამოდენიმე ტაძარი იყო მიძღვნილი. მას თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ კუნძულ კრეტაზე, რომელიც მითოლოგიაში ზევსის ახალშობილობისა და აღზრდის ადგილად აღიარეს. რეას რიტმულ, მკაცრ გალობას და ცეკვებს უძღვნიდნენ, რომელსაც ტიმპანონის, იგივე ფართო, ხელის დრამის თანხლებით ასრულებდნენ
“დედის დღის” სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევა. ამ დღის აღნიშვნა პირველად 1972 წელს სცადეს. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც ყველა დედას გააერთიანებდა მშვიდობისთვის ბრძოლაში, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით მოქალაქე ანა ჯავისი,რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, ოფიციალური წერილი მისწერა ჩინოვნიკებს, რომ დღესასწაულის დაწესება აუცილებელი იყო, მისი ამ მცდელობით კი 1910 წელს ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს. დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ.
დღევანდელობაში ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი დედების დღეს ტრადიციულად შემოიფარგლებიან ღია ბარათებისა და ყვავილების ჩუქნით, რომელიც ძირითადად მარტის ან მაისის თვეში ხდება.დედის დღე დედობრივი კავშირისა და საზოგადოებაში დედების გავლენის დღესასწაულია. ამით ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობასა და მადლობას უხდიან მათ უანგარო,უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისათვის.
საქართველოში დედის დღე 3 მარტია. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისში დგას ქართლის დედის მონუმენტი, რომნელიც ამ ქალაქის სიმბოლოოდ არის ქცეული. ამ ქანდაკევბით ჩანს თუ რამდენად დიდია დედის როლი და რამდენად ძლიერია ის, რომელსაც ერთ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.
დედის დღე გვაძლევს იმის საშუალებას , რომ ეს დღე მივუძღვნათ მათ, დავაფასოთ მათი შრომა, რომელსაც უანგაროდ აკეთებენ შვილებისთვის.