აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის დღეს ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენი და შოლცი უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების შესაძლო გაწევასთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზეც ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, გუშინ ოლაფ შოლცმა პეკინს მოუწოდა, რუსეთს უკრაინის ომში დახმარების გაწევის მიზნით იარაღი არ გაუგზავნოს და ამის ნაცვლად ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რომ უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს.