პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 36 პირი დააკავეს, მოგვიანებით რამდენიმე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს - Palitra News

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 36 პირი დააკავეს, მოგვიანებით რამდენიმე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს

2023-03-03 09:07:00+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჯამში 36 პირია დაკავებული.

აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, იყო ფიზიკური დაპირისპირება სამართალდაცავებსა და მოქალქეებს შორის, პოლიციამ დააკავა მედიის წარმომადგენლებიც.მოგვიანებით აქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა, სადაც დაკავებული მედიაორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენლები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

პარლამენტის შენობაში და მის გარეთ, ხმაურისა და პროტესტის ფონზე კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებულ ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.