ვიტამინები D, E და A, იოდი, რკინა, ფოსფორი, თუთია, კალციუმი და სხვა - ეს თევზია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ცილები, რომელსაც თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს და რომელიც ორგანიზმში ძალიან კარგად შეიწოვება.აუცილებელია, რომ ზრდასრულმა ადამიანმა თევზი კვირაში ერთხელ მიირთვას. ბავშვებისა და მოზარდებისთვის კი თევზის მიღება კვირაში ორჯერაა რეკომენდირებული.
თევზის რეგულარული მიღება სისხლში ქოლესტერინს შეამცირებს
ომეგა-3 ეხმარება სისხლის ნორმალურ მიმოქცევაში
ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის სწორ ფუნქციონირებას
აუმჯობესებს თმის, კანის და ფრჩხილების სტრუქტურას
აუმჯობესებს მეხსიერებას
ხელს უწყობს ადამიანის ზოგადი ემოციური მდგომარეობის სიჯანსაღეს
ქართულ ბაზარზე თევზის მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა თევზის ყველა სასარგებლო თვისების მისაღებად აუცილებელია, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის იყოს. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ სად და რა ბრენდის თევზს ვყიდულობთ. თევზის მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს გვთავაზობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომლის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.
„ოკეანის“ ტექნოლოგიც გირჩევთ, როგორ გაარჩიოთ ახალი და ხარისხიანი თევზი. „იმისთვის, რომ გაარჩიოთ ახალია თუ არა ეს პროდუქტი, გაყინულ მდგომარეობაში მას არ უნდა აღენიშნებოდეს სიყვითლეები (ფარფლებისა და მუცლის მიმდებარე ტერიტორიებზე) გამღვალი თევზის ქსოვილი კი ფიზიკური დაწოლის შემდეგ ბუნებრივ ადგილს უნდა უბრუნდებოდეს, თუ ჩაზნექილი რჩება, მაშინ მას უკვე დაკარგული აქვს თავისი ხარისხი.”
„რაც შეეხება შებოლილ თევზს, მას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი შეფერილობა, კერძოდ ღია ყავისფრიდან-მუქ ოქროსფრამდე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მომწვანო-მონაცრისფრო ფერი ან ლორწო. აუცილებელია გამოირჩეოდეს შებოლვისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატით და სიმკვრივით. იმისათვის, რომ თევზი იყოს სასარგებლო და ხარისხიანი, ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც მისი შეძენის ადგილს, ასევე შენახვის პირობებს. აუცილებლად დააკვირდით, დაცულია თუ არა პროდუქტის შენახვის ყველა საჭირო პარამეტრი. შებოლილი თევზის შენახვა 0- +6 გრადუსზეა რეკომენდირებული. ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, თავს უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საზიანო თევზის ყიდვისგან ნამდვილად დაიცავთ,” - დაამატა მან... განაგრძე კითხვა