სიცრუეა, თითქოს ეს კანონი ამერიკულს ეფუძნება, ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისსაქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ბევრი პროპაგანდა იყო ამ კანონთან დაკავშირებით, თქვენ ერთი ასეთი სიცრუე ახსენეთ - წარმოდგენა, თითქოს ეს კანონი ჩვენს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA) ეფუძნება.
ჩვენი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” მოითხოვს ხალხისგან, რომლებიც უცხოეთის მთავრობების აგენტები არიან, რომ ასეთებად დარეგისტრირდნენ. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქიანობას ან დაფინანსების წყაროებს. FARA-სთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგვიძლია მოაგაწოდოთ, თუ გამოგადგებათ.
FARA ძალიან ვიწროა, შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - თქვა პრაისმა.