მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია ხუთი ქვეყნის დედაქალაქების - პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით ავიარეისებს აუქმებს.
Air Moldova გადაწყვეტილების მიზეზად ტექნიკურ სირთულეებს ასახელებს.
„გაუქმებულია ფრენები პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბულისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით. ავიარეისების გაუქმების მიზეზი ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის ფლოტის ორი თვითმფრინავი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, Air Moldova ამჟამად შედეგების აღმოფხვრასა და ფრენების განრიგის რეორგანიზაციაზე მუშაობს.