რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.
მათი შეხვედრა ინდოეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.
საუბრისას ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ აშშ უკრაინას მხარს იქამდე დაუჭერს, სადამდეც საჭირო იქნება.
ბლინკენმა ლავროვს ასევე განუცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს პოლ უელანი, რუსეთში პატიმრობაში მყოფი აშშ-ის მოქალაქე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი შეხვედრა 10 წუთზე ნაკლებს ხანს გაგრძელდა.