უკრაინა რუსი მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, თითქოს უკრიანელი დანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. კრემლის ინფორმაციით კი, ბრიანსკის რეგიონში უკრაინელი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი ზომები ტარდება.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საუბარია ტერორისტების თავდასხმაზე და ამჟამად მათი განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს. ბრიანსკის რაიონში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც.
კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს კი მოსკოვის თავხედური პროვოკაციას უწოდებენ.