გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთი “დიდი ოცეულის“ მუშაობის პარალიზებაში დაადანაშაულა და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის. დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა", - მიმართა ანალენა ბერბოკმა სერგეი ლავროვს „დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ანალენა ბერბოკი ჩინელ კოლეგას, ჩინ განგს შეხვდა. „უკრაინასა და გაერო-ს წესდებაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ნეიტრალიტეტი ჯილდოა აგრესორისთვის“, - დაწერა ბერბოკმა შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“