პრემიერის დაპირებების შემდეგ, რომ პირველადი მოხმარების სურსათზე ზღვრული ფასები დაწესდება და მოსახლეობა პროდუქტების გაიაფებს მალე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს, ახლა ყველა ელოდება, როდის, რამდენით და რომელი პროდუქტები შეიძლება გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ჯერ-ჯერობით უცნობია ფასების რეგულირების რა მექანიზმს შემოგვთავაზებს ხელისუფლება და გაამართლებს თუ არა ზღვრული ფასების დაწესება ახლა უკვე სურსათის გაიაფების მოლოდინებს, თუმცა უკვე გამოითქმის ვარაუდები, რომლის თანახმადაც, ფასების რეგულირების ეფექტი ვისთვის დადებითი, ვიღაცისთვის კი უარყოფითი შესაძლოა აღმოჩნდეს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ეკონომისტი ოთო აბესაძე