უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 170-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის, პოლტავასა და დონეცკის ოლქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 14 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები.
ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, „შაჰედის“ 136 დრონების გამოყენებით 21 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 58-ჯერ გახსნეს.