საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ოთხივე დისციპლინაში 7 სპორტსმენით იასპარეზებს.
სრიალის საერთაშორისო კავშირის ცნობით, პლანეტის პირველობაზე, რომელიც 20-26 მარტს, იაპონიის ქალაქ საიტამაში გაიმართება, საქართველოს ღირსებას ანასტასია გუბანოვა, მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე დაიცავენ. ამასთან, ჩვენი ქვეყნის სახელით წყვილებში გამოვლენ კარინა საფინას და ლუკა ბერულავას და მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილები დაიცავენ.შეგახსენებთ, რომ შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც მონპელიეში გაიმართა, საქართველოს მოციგურავეთა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა. ყვითელაშვილმა და საფინა-ბერულავას წყვილმა მე-4 პოზიციები დაიკავეს, ხოლო გუბანოვა მე-6 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგის წყალობით, საქართველომ იაპონიაში გასამართ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში, ქალებსა და წყვილებში 2-2 წარმომადგენლის, ჯამში კი 10 სპორტსმენის გამოყვანის უფლება მიიღო.
საიტამაში "სუპერ არენაზე" ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოვა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი ფინეთის ქალაქ ესპოოში იანვრის ბოლოს გამართულ პირველობაზე მოუტანა.